28 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სისხლის სამართალსა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან დაკავშირებით საჯარო ლექცია ჩატარდა, რომელსაც უძღვებოდნენ საერთაშორისო სამართლის ცნობილი სპეციალისტები, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორები: პროფესორი გრაფი პიტერ ვილკიცკი - კიოლნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოცოაციის ვიცე- პრეზიდენტი; პროფესორი ანიტა უშაცკა - ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სააპელაციო პალატის ყოფილი თავმჯდომარე; პროფესორი ელიკო წიკლაური-ლამიხი - მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და შედარებითი სისხლის სამართლის ინსტიტუტის საქართველოსთან პარტნიორული თანამშრომლობის პროექტის ხელმძღვანელი, სამართლის დოქტორი.
საჯარო ლექციის დაწყებამდე უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით - პროფესორებმა ხელი მოაწერეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას და ისინი უხელმძღვანელებენ სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტებს.
ღონისძიება ჩატარდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის, ოლივერ უენდელ ჰოლმსის სადისკუსიო კლუბის „იდეათა ბაზარი“-სა და მაქს პლანკის საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტები, მაგისტრანტები, ლექტორები და სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება