29 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, ტურიზმის ლაბორატორიისა და საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „ენოტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და ესპანური გამოცდილება“.
შეხვედრას ალკალას უნივერსიტეტის (ესპანეთი) ეკონომიკისა და ბიზნესის დოქტორი, ბიზნესის მართვის ექსპერტი, პროფესორი ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის საპატიო წევრი, მიგელ კამბა უძღვებოდა.
სპიკერმა მიმოიხილა საქართველოში ენოტურიზმის განვითარების ტენდენციები, ისაუბრა ამ მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის, ესპანეთის გამოცდილებაზე და აუდიტორიას გააცნო შესაბამისი რეკომენდაციები, რაც საქართველომ ენოტურიზმის განვითარების გზაზე უნდა გაითვალისწინოს.
ღონისძიებას მოდერაცია გაუწია ესპანეთში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ქეთი გორგილაძემ.
შეხვედრას ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ადმინისტრაცია/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება