8 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელის, რატი ზაუტაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „მდგრადი განვითარება და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა SDG-ების განხორციელების პროცესში“.
სპიკერმა მიმოიხილა გაეროს გლობალური შეთანხმება, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, ამ მიმართულებით კი სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობა, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტები, გაეროს გლობალური მიზნების განხორციელების საერთაშორისო მაგალითები და COP28 - გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია (დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, 2023).
შეხვედრას ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება