2021 წლის 23 დეკემბერს, 14:00-ზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 305-ე აუდიტორიაში, შედგება სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის,მირანდა მიქაძის დისერტაციის “ ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა და საქართველოში კონფლიქტების დარეგულირება“ საჯარო დაცვა.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ვახტანგ მაისაია პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
სამეცნიერო თანახელმძღვანელი: რევაზ ჯორბენაძე ფსიქოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები:
გუგული მაღრაძე ფსიქოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ეკა ბერაია ამერიკათმცოდნეობის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
იხილეთ ავტორეფერატი
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება