კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, საჯარო შეხვედრა გაიმართა, სასტუმრო Paragraph Tbilisi-ის გენერალურ მენეჯერ, ტომას ვან ოპსტალს, HR დეპარატმენტის ხელმძღვანელ, ლიელა ახმეტელაშვილსა და ტრენინგ მენეჯერ, შორენა ბერეჟიანთან.
შეხვედრაზე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, მარიკა კლდიაშვილმა და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ლალი მიქელაძემ.
ტურიზმის კვირეულის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სპიკერებმა, სასტუმრო “პარაგრაფის” შიდა და გარე გარემოს, მომსახურეობის სერვისებსა და პარტნიორებზე გაამახვილეს ყურადღება.
CIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვედრის ფარგლებში, მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ, როგორც მიმდინარე და დაგეგმილ ვაკანსიებს, ისე ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის ტენდენციებს.
შეხვედრა ინგლისურ ენაზე, კითხვა-პასუხის რეჟიმით მიმდინარეობდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება