8 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, ბანკირთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სტუდენტებთან საჯარო შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკის PO-მ (ციფრული პროდუქტების მფლობელი), ანა ქობალიამ.
სპიკერმა აუდიტორიას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და ისაუბრა საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტებისა და პროექტების შესახებ.
შეხვედრა გაიმართა საგნის - „ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის მართვა“ - ფარგლებში, რომელსაც უძღვება პაშა / რე-ბანკის დისტანციური ბანკინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საცალო ბანკინგის პროფესიონალი, Agile პროექტების მართვის სპეციალისტი PMI-ACP, ერიქსონის სერტიფიცირებული ქოუჩი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ირინა ალექსიშვილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება