6 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პროექტის - „ჩვენი ჯარი“ - შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) წარმომადგენელი, მასტერ სერჟანტი დავით გაზდელიანი და ლეიტენანტი ხატია ციხელაშვილი უძღვებოდნენ.
სპიკერებმა ისაუბრეს თავდაცვის ახალ კოდექსზე, საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიისა და მისი ღირებულებების, სამხედრო ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, განათლების მიღებისა და თავდაცვის ძალებში დასაქმების შესაძლებლობის შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტთა აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება