9 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „კიბერსაფრთხეები და მათგან დაცვის მეთოდები“.
ღონისძიებას, რომელიც კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართა, სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში აუდიტორიას მიეწოდა ინფორმაცია ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: კიბერჰიგიენა, კიბერუსაფრთხოება, კიბერშეტევის ტიპები, სოციალური ინჟინერია, ფიშინგის მაგალითები და სხვა. დღის ფარგლებში სპიკერებმა სტუდენტებისთვის წამახალისებელი ქვიზიც გააკეთეს, გამარჯვებულები კი სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება