2 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, მარიკა კლდიაშვილმა, სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
დეკანმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია სტუდენტური მრჩეველთა საბჭოს შერჩევისა და პროექტ „ამბასადორის“ შესახებ, მოგვიანებით კი მათ კითხვებს უპასუხა.
საინფორმაციო შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდა ფაკულტეტის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი, ნანა გადელია.
ცნობისთვის, დეკანის სტუდენტური მრჩეველთა საბჭოს წევრები განიხილავენ ფაკულტეტის საჭიროებებს სხვადასხვა აქტუალური მიმართულებით. ასევე, ერთვებიან პროექტების, ღონისძიებებისა თუ საჯარო ლექციების ორგანიზებაში. პროექტ „ამბასადორის“ ფარგლებში კი, სტუდენტთა თავისუფალ სივრცეში ჩატარდება ამბასადორების მიერ ორგანიზებული ინიციატივები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება