მიმდინარე წლის მაისი-ივნისის თვეში, ევროკავშირის სპეციალიზირებული სასწავლო საგრანტო პროექტის Erasmus+ ფარგლებში, ინტერნაციონალიზაციის დონის ამაღლების მიზნით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ეკა ბერაია სასწავლო-აკადემიური მივლინებით პოლონეთის რესპუბლიკის იოსეფ გოლუხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ეკა ბერაიამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიულ პარტნიორ პოლონურ უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგი ჩაატარა, ასევე საბაკალავრო და სამაგისტრო სტუდენტებისთვის სამი სალექციო კურსი წაიკითხა თემებზე: „საგარეო პოლიტიკის ანალიზი“, „ჰიბრიდული ომის თეორია“ და „გამოყენებითი გეოპოლიტიკის კვლევის მეთოდები“.
ამავე დროს, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამხედრო ექსპერტების სამეცნიერო-აკადემიურ კონფერენციაში, რომელიც ეხებოდა ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გეოსტრატეგიული ვითარებისა და ამ სივრცეში სამხედრო კონფლიქტების პრობლემებს, უკრაინის ომის მაგალითზე. ასევე იყო ე.წ. „გენერალთა პანელის“ მოდერატორი და ამავე კონფერენციის მომხსენებელი.
ეკა ბერაიამ მიიღო მონაწილეობა პოლონური უნივერსიტეტის სალექციო კურსების კურიკულუმების დახვეწასა და განვითარებაში. მან ასევე, იაგელონიის სახელობის კრაკოვის უნივერსტიტეტში ხანმოკლე სამეცნიერო სტაჟირება გაიარა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება