8 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის სპეციალობის მეოთხე და მეხუთე კურსის სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ საგანმანათლებლო პროექტში „მე ვიხეხავ კბილებს“, რომელიც გაიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. საღრაშენის საჯარო სკოლაში.
პროექტი ორგანიზებული იყო საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის (Geoperio), „ლაკალუტის“ და „ავერსი ფარმას“ პარტნიორობით და მიზნად ისახავდა მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებისთვის პირადი ჰიგიენის მნიშვნელობის გაცნობასა და ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებას.
CIU-ის სტუდენტებმა მოსწავლეებს ჩაუტარეს ტრენინგი, სადაც დეტალურად ისაუბრეს პირადი ჰიგიენის როლზე, კბილების რეგულარული და სწორი გახეხვის აუცილებლობაზე, ასევე, შესაბამისი საშუალებების გამოყენების წესებსა და მნიშვნელობაზე. პრეზენტაციებს თან ახლდა სახალისო ვიქტორინა და თამაშები, რომლებიც ხელს უწყობდა ინფორმაციის უკეთ აღქმასა და დამახსოვრებას. ბავშვებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს პროცესში და პრაქტიკულად აჩვენეს, თუ როგორ უნდა გაიხეხონ კბილები სწორად.
ტრენინგს ხელმძღვანელობდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვერიკო ხუნძაკიშვილი და სტომატოლოგიური კლინიკა „დიოდენტის“ ექიმი-თერაპევტი ნინო ხვედელიძე.
ღონისძიების ბოლოს, ყველა მოსწავლეს გადაეცა გერმანული ბრენდის „ლაკალუტის“ პირის ღრუს მოვლის საბავშვო პროდუქტები.
პროექტი წარმატებით განხორციელდა სკოლის ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობით. საღრაშენის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნუნუ გულვერდაშვილმა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტრენინგისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას, რითაც ხელი შეუწყო მისი მაღალ დონეზე ჩატარებას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება