17 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილებისა და საქართველო-ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობისადმი მიძღვნილი მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველმა კულტურის საკითხში, მეჰდიალიმ მეჰრი არდესტანმა გახსნეს.
კონფერენციაში წარმოდგენილი იყო 36 მოხსენება, როგორც საქართველოს, ისე ირანის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გარდა, საქართველოს უნივერსიტეტებიდან კონფერენციაში ჩართულნი იყვნენ: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და სხვა.
ირანის უნივერსიტეტებიდან მოხსენებები წარმოდგენილი იყო თეირანის უნივერსიტეტებიდან, ალამე თაბათაბაის უნივერსიტეტიდან, გილანის, მაზანდარანის, ისფაჰანის, მაშჰადის, ფილდოუსის და სხვა უნივერსიტეტებიდან.
მოხსენებები ეხებოდა როგორც პოლიტიკის, ისე ეკონომიკის, კულტურისა და ისტორიის საკითხებს.
კონფერენციას მოდერაცია გაუწია საორგანიზაციო საბჭოს ხელძღვანელმა, CIU-ს ასოცირებულმა პროფესორმა, საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია კაპანაძე.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა კავკასიის კვლევების ინსტიტუტი (ირანი), რომელმაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ახლახან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება