22 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიბლიოთეკისა და დოქტორანტურის სამსახურის ინიციატივით, ონლაინ ტრენინგი გაიმართა თემაზე: „საერთაშორისო ბაზების გამოყენება კვლევის პროცესში“.
შეხვედრას მოდერატორობა გაუწია სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, მირანდა თედეშვილმა.
ტრენინგზე განხილეს: Elsevier- ის სამეცნიერო ბაზების მახასიათებლები, მოხმარებისა და ძებნის წესები, გავლენის ფაქტორის შემოწმებისა და ფილტრის პროცედურები, Scopus-ში რეგისტრირებული სტატიები და ჟურნალები.
შეგახსენებთ, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და,,ელსევიერის’’ საგამომცემლო სახლს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება, სადაც გათვალისწინებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წვდომა,,ელსევიერის’’ სამეცნიერო ბაზებზე - Scopus, Science Direct და Funding Institutional.
ონლაინ ტრენინგს ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტები, რომლებმაც ბაზების გამოყენებასთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება