2 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (ტაშკენტი, უზბეკეთის რესპუბლიკა) წარმომადგენლებს, ვიცე-რექტორის, პროფესორ ზუმრატ გაიბნაზაროვას ხელმძღვანელობით.
გაიმართა შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ კახაბერ კორძაიასთან. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანია, ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო, აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლობის გაღრმავება.
დოკუმენტს CIU-ს მხრიდან რექტორი კახაბერ კორძაია აწერს ხელს, ხოლო ტაშკენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მხრიდან რექტორი, ანვარ ხამადოვი.
მოგვიანებით სტუმრებმა შეხვედრა გამართეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებთან.
გამოიკვეთა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, მათ შორის, ერთობლივი სამეცნიერო და კვლევითი პროექტები, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლა და საერთო საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერა.
დღის ფარგლებში სტუმრებმა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა მოინახულეს.
ვიზიტის დასასრულს, უზბეკურმა მხარემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია ოფიციალურად მიიწვია საპასუხო ვიზიტით უზბეკეთში, რექტორ კახაბერ კორძაიას ხელმძღვანელობით, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ორ უნივერსიტეტს შორის პარტნიორულ ურთიერთობას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება