24 მაისს CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ მასტერკლასი გაიმართა თემაზე: ,,როგორ დავიწყოთ კარიერა სადაზღვევო სექტორში“.
მასტერკლასს უძღვებოდნენ: ანანო სოხაძე - გაყიდვების მხარდაჭერისა და განვითარების მენეჯერი და ნათია დურგლიშვილი - გაყიდვების ჯგუფის უფროსი.
შეხვედრაზე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით, CIU ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ნანა გადელიამ მიმართა.
მასტერკლასზე განხილულ ძირითად საკითხებს წარმოადგენდა:
რა არის CV ?;
როგორი უნდა იყოს იყოს CV ?;
სამოტივაციო წერილი;
გასაუბრებისთვის მომზადება.
ასევე, შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს „ჯი პი აი ჰოლდინგის“ მიმდინარე ვაკანსიების შესახებ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება