ცხადდება საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სასტიპენდიო კონკურსი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აქტიური სტატუსის, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა მიმდინარე წლის 15 აპრილის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე - career@ciu.edu.ge - უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
თემის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ: „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სტიპენდია.“
სასტიპენდიო კონკურსი მიმდინარეობს სამ ეტაპად: პირველი ეტაპი - სტიპენდიის კანდიდატებისგან დოკუმენტაციის მიღება; მეორე ეტაპი - კანდიდატების მონაცემთა განხილვის პროცედურა ერთობლივ სხდომაზე და გადაწყვეტილების მიღება; მესამე ეტაპი - სახელობითი სტიპენდიის სერტიფიკატის გადაცემა „მიგრიაული და პარტნიორების“ ხელმძღვანელის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მიერ.
სტიპენდია გაიცემა ერთი ბაკალვრიატის და ერთი მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტისთვის. სახელობითი სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება თვეში დარიცხული 100 (ასი) ლარის ოდენობით. „მიგრიაული და პარტნიორების“ გადაწყვეტილებით, დამატებით, კონკურსგარეშე შეიძლება გაიცეს სახელობითი სტიპენდია კონკურსში მონაწილე ნებისმიერ სტუდენტზე. ასეთ შემთხვევაში, სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება თვეში დარიცხული 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.
შერჩევის კრიტერიუმები
სტიპენდიის დანიშვნა ხდება შემდეგი კრიტერიუმებით: სტიპენდიით დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება სტუდენტთა აკადემიური მოსწრების, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის და სამოტივაციო წერილის შედეგების შესაბამისად. სტიპენდიის დანიშნვა ხდება შემდეგი კრიტერიუმებით:
კომისია იხელმძღვანელებს სტუდენტის მიერ მოწოდებული დოკუმენტებით. ბეჭდური გამოცემის შემთხვევაში, სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს პუბლიკაციის ასლი, თავფურცლისა და სარჩევის დართვით; კონფერენციაში მონაწილეობის შემთხვევაში - კონფერენციის პროგრამა და მონაწილის სერტიფიკატი. თუ სტიპენდიის კანდიდატებმა დააგროვეს თანაბარი ქულები, უპირატესობა მიენიჭება მაღალი GPA-ს (სრული სწავლების) მქონე სტუდენტს.
სტიპენდია არ გაიცემა: ბაკალავრიატის პირველი სასწავლო წლის პირველ სემესტრზე; სტუდენტზე, რომელსაც უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე გავლილი აქვს პროგრამისთვის განსაზღვრულ პერიოდზე მეტი (დამატებითი სემესტრი); სტუდენტზე, რომელსაც გავლილი აქვს პროგრამით გათვალისწინებული სემესტრულ დატვირთვაზე ნაკლები კრედიტები.
საკონკურსო ვადები - 8 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით.
სახელობითი სტიპენდიის დანიშვნის გადაწყვეტილების მიღება და გამოცხადება იგეგმება 22-26 აპრილის კვირაში. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურს. საკონტაქტო პირი: გურამ ლილუაშვილი, ტელ: (+995 557) 78 39 30.
გისურვებთ წარმატებას!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება