გაცნობებთ, რომ ცხადდება საადვოკატო ბიურო “მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სასტიპენდიო კონკურსი „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აქტიური სტატუსის, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა მიმდინარე წლის 22 სექტემბრამდე ელექტრონულ მისამართზე career@ciu.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
კანდიდატის აკადემიური მოსწრების სრული ამონაწერი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით (სასწავლო ბარათი);
სამოტივაციო წერილი (ერთ გვერდად);
დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის სამართლის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობას.
დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის საუნივერსიტეტო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობას.
თემის ველში გთხოვთ მიუთითეთ: “მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სტიპენდია.“
სასტიპენდიო კონკურსი მიმდინარეობს სამ ეტაპად: პირველი ეტაპი – სტიპენდიის კანდიდატებისგან დოკუმენტაციის მიღება, მეორე ეტაპი – კანდიდატების მონაცემთა განხილვის პროცედურა ერთობლივ სხდომაზე და გადაწყვეტილების მიღება, მესამე ეტაპი – სახელობითი სტიპენდიის სერტიფიკატის გადაცემა “მიგრიაული და პარტნიორების“ ხელმძღვანელის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მიერ.
სტიპენდია გაიცემა ერთი ბაკალვრიატის და ერთი მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის. სახელობითი სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება თვეში დარიცხული 100 (ასი) ლარის ოდენობით. მიგრიაული და პარტნიორების გადაწყვეტილებით, დამატებით, კონკურს გარეშე შეიძლება გაიცეს სახელობითი სტიპენდია კონკურსში მონაწილე ნებისმიერ სტუდენტზე. ასეთ შემთხვევაში სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება თვეში დარიცხული 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება