23 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს, მარიამ ბოხუას, მარიამ მოსულიშვილს და ლუკა გაბიძაშვილს, საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სტიპენდია გადაეცათ.
შეხვედრას ესწრებოდნენ: CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე თამთა წირქვაძე, ასოცირებული პროფესორი, საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ ხელმძღვანელი, ადვოკატი როინ მიგრიაული და უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსი მარიამ ჯაჭვაძე.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საადვოკატო ბიუროს - „მიგრიაული და პარტნიორები“ - ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში და უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში გამოცხადებული იყო რიონ მიგრიაულის სახელობითი სტიპენდია.
საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობით სტიპენდიაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა შერჩევა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით განხორციელდა: კანდიდატთა აკადემიური მოსწრება; კანდიდატის სამოტივაციო წერილი; კანდიდატის სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა სამართლის მიმართულებით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება