5 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, „საზოგადოების კვლევის ცენტრის“ პროექტის ფარგლებში გამოცემული სტატიების კრებული „რატომ ევროპა - როგორ ცხოვრობს ხალხი ევროპის ქვეყნებში?“ - განიხილეს.
საჯარო შეხვედრაზე კრებული ავტორებმა: თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა, დოქტორმა გია ჟორჟოლიანმა და ბუდაპეშტის კონვინუსის უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრმა, თორნიკე ჩივაძემ წარადგინეს.
სპიკერებმა შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს ევროპული სახელმწიფოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, მიმოიხილეს საქართველოს ევროპული განვითარების გზა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები.
ლექციის დაწყებამდე სტუმრები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ წარადგინა და მათ გაწეული ნაყოფიერი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
ლექციას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება