17-18 მაისს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ "რადიქსის" ორგანიზებით, თბილისის მე-13 საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესი გაიმართება.
კონგრესის ფარგლებში, ტრადიციულად, ახალგაზრდული ფორუმი იმართება, სადაც მონაწილეები კონკურსის გზით შეირჩევიან, შერჩეული მონაწილეები კი ჟიურის წინაშე პრაქტიკულ და კვლევით ნაშრომებს 20 აპრილს წარადგენენ.
11 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებისთვის ინტერაქციული ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის ფარგლებში ახალგაზრდა სპეციალისტები მოდელირებულ, სიმულაციურ გარემოში ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და საჯარო გამოსვლის ნიუანსებს გაეცნენ.
ტრენინგს „რადიქსის“ მრჩეველი, ჯანდაცვის ექსპერტი ზურაბ ალხანიშვილი უძღვებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება