კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურის ეგიდით მოქმედ „ინტელექტკლუბში“ „რა? სად? როდის?“ ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონის სატელევიზიო მოდელირების სერია დასრულდა.
ფინალურ ეტაპზე სამმა საუკეთესო გუნდმა მიიღო მონაწილეობა: გუგა ყალაბეგაშვილის, ლილე ქურასბედიანისა და ილია ბატიაშვილის ექვსეულები.
თამაში ტრადიციულად მოიცავდა ბლიცის, სუპერბლიცის, სტუმრისა და რედაქტორის კითხვებს. სამი თამაშის შემდეგ საუკეთესო შედეგი ილია ბატიაშვილის ექვსეულმა დააფიქსირა ანგარიშით - 6:4.
გუნდის შემადგენლობა: გიორგი ლომუაშვილი, მარიამ ციცაგი, ილია ლაბარტყავა, ლუკა ქორიძე, მიხეილ თევზაძე და და კაპიტანი ილია ბატიაშვილი, რომელიც ასევე სერიის საუკეთესო მოაზროვნე გახდა.
გამარჯვებული მოთამაშეები წიგნებით, სუვენირული ბუებითა და სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება