7-9 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით „ქართული დიპლომატიის კვირეული“ გაიმართება.
კვირეული შემდეგ აქტივობებს მოიცავს:
ტრენინგკურსი „დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი“;
სასწავლო კურსს გაუძღვება ექსპერტი დიპლომატიური პროტოკოლისა და ეტიკეტის საკითხებში - გიორგი ვაშაკიძე;
კურსი განკუთვნილია CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის II, III, IV კურსის და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის I-II კურსის სტუდენტებისთვის;
კურსის მიზანია, სტუდენტებისთვის თანამედროვე დიპლომატიური პროტოკოლის, ეტიკეტის სტანდარტებისა და ნორმების გაცნობა;
ტრენინგკურსი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ მათ პროფესიას განსხვავებული კუთხით და გააცნობიერონ არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები;
ტრენინგში მონაწილეობისთვის, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/ksOSZ
ტრენინგკურსში მონაწილეობისთვის გაიცემა სერტიფიკატი!
საჯარო ლექცია თემაზე: ,,დიპლომატიური კარიერა და პროფესიული განვითარების პერსპექტივები".
სპიკერი - ნინო ჭაბაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მაგისტრი;
დასწრება თავისუფალია!
საჯარო ლექცია თემაზე: ,,საქართველოს დიპლომატიის ისტორია";
სპიკერი - მიხეილ უკლება, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, ელჩი.
დასწრება თავისუფალია!
საჯარო ლექცია თემაზე: "ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები";
სპიკერი - დავით ბუჯიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი;
ვიზიტი განკუთვნილია CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებისთვის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება