სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი ქართულ-გერმანულ საზაფხულო სკოლაში - „ევროპული კონსტიტუციური ღირებულებები, ეროვნული კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგი“ - მონაწილეობის მისაღებად.
საზაფხულო სკოლა ტარდება გერმანიის აკადემიური სამსახურის დაფინანსებით და პარტნიორი უნივერსიტეტების ორგანიზებით:
პროექტი გაიმართება 24-29 ივლისს, თბილისში და მასში მონაწილეობას მიიღებენ გერმანელი და ქართველი პროფესორები და სტუდენტები.
სკოლის მიზანია, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ევროპული ღირებულებების გაზიარება და მათთან ისეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე დისკუსია, როგორებიცაა: სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია და ადამიანის უფლებები.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტს.
სამუშაო ენა: ინგლისური.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: l.saladze@seu.edu.ge
საბუთები მიიღება: 1 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება