11 ივნისს, ქ. ხონის საკრებულოს შენობაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციას განათლების რესურს-ცენტრის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და რაიონის ოცდახუთი საჯარო სკოლის დირექტორმა უმასპინძლეს. შეხვედრას საზოგადოება “ხონელის” თავმჯდომარე და წევრებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო კსუ-ს მულტიმედია ცენტრის მიერ შექმნილი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების ციკლის: “ყვარლიდან მთაწმინდამდე (გ. შარაძის მოტივებზე)” პირველი ნაწილის პრეზენტაცია და საჩუქრად გადაცემა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს წვლილი შეაქვს საზოგადოების განვითარებაში.
ფოტოებზე: კსუ-ს კანცლერი და დამფუძნებელი: ვ. წივწივაძე, კსუ მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი ნ. ჭალაგანიძე, ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პროდიუსერი ს. მელაძე შეხვედრას მართავენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება