11 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის „პსპ ფარმას“ წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სფეროს ახალი ტენდენციების, დარგში არსებული სიახლეებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გამოევლინათ მათი პროფესიული ცოდნა, დაესვათ კითხვები და მიეღოთ საჭირო ინფორმაცია სამომავლო დასაქმებასა და განვითარებასთან დაკავშირებით.
შეხვედრის ბოლოს სააფთიაქო ქსელმა სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება