8 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა ადვოკატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია თემაზე - „პროფესია ადვოკატი“.
ლექციის ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
ღონისძიება სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ გახსნა, რომელმაც მოქმედ და მომავალ ადვოკატებს პროფესიული დღე მიულოცა.
შეხვედრის მიმდინარეობისას თითოეულმა სპიკერმა ისაუბრა საკუთარ პროფესიულ საქმიანობაზე, იმ უნარებსა და კომპეტენციებზე, რაც საჭიროა წარმატებული საადვოკატო კარიერისთვის და პროფესია ადვოკატთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ ადვოკატთა დღედ 8 ნოემბერი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით 2011 წელს გამოცხადდა. აღნიშნული დღე სიმბოლურად ილია ჭავჭავაძის დაბადების თარიღს უკავშირდება, რომელიც პროფესიით ადვოკატი იყო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება