კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს ახალ სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს - „კამათის ხელოვნება” (ისწავლე თამაშით).
პროექტის მიზნებია: ახალგაზრდებში არგუმენტირებული კამათის კულტურის, კრიტიკული აზროვნების, სასაუბრო დროის რაციონალურად სარგებლობის, საჭირო მასალებისა თუ ინფორმაციის მოძიების უნარების განვითარება. ასევე, მათი სწორად გამოყენება, კომპრომისის ნახვა და შეთანხმება.
პროექტი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გრძელდება, შედგება ტრენინგებისა და თამაშებისგან.
თამაშამდე რეგისტრირებული გუნდები გაივლიან ტრენინგებს: „კამათის კულტურა“ და „შეთანხმების დოკუმენტი“.
ტრენინგების დასრულების შემდეგ გუნდები გადადიან თამაშის ეტაპზე, რომელსაც 4 მენტორი განსხვავებული თემებით წარმართავს, თითოეულ მენტორთან კი 4 რეგისტრირებული გუნდი იქნება დასწრების პრინციპით.
მენტორები და თემები:
თემა: „პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა სოციალურ მედიაში“;
თემა: „მედიის გავლენა სტიგმასა და სტერეოტიპზე“;
თემა: „ანაკლიის პორტის მშენებლობა: სირთულეები და გამოწვევები“;
თემა: „განიცადა თუ არა ქართულმა სატელევიზიო რეკლამამ რევოლუცია“.
რეგისტრაციისთვის აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ერთი მენტორის ანკეტა შესაბამისი თემით (ერთი გუნდისთვის ორ ან მეტ მენტორთან რეგისტრაცია დაუშვებელია).
მნიშვნელოვანი თარიღები:
სარეგისტრაციო ანკეტა უნდა გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: schoolprojects@ciu.edu.ge
პროექტის დებულება და სარეგისტრაციო ანკეტები იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.
ანკეტა 1_ მენტორი - კონსტანტინე ებრალიძე
ანკეტა 2_ მენტორი - რუსუდან თოთიაური
ანკეტა 3_ მენტორი - ეკატერინე ლომია
ანკეტა 4_ მენტორი - ნინო ჭანტურია
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება