17-21 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს, ერასმუსის საერთაშორისო განათლების პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკის გდანსკის უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუმრობენ.
სტუმართა დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით ჩამოვიდა: გდანსკის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟანა სლადკიევიჩი; გდანსკის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ანა ჰაუ; გდანსკის უნივერსიტეტის პროფესორი კატაჟინა ვინდოლოვსკაია-ლესნერი.
ვიზიტის ფარგლებში პოლონელმა პროფესორებმა ჩაატარეს ლექციები შემდეგ თემატიკაზე: „შოკური ილეთები სარეკლამო მედიადისკურსში“ და „გენდერული სტერეოტიპები რეკლამაში".
სტუმრები შეხვდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, კახაბერ კორძაიას, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ეკატერინე ჭალაგანიძეს, დეკანის მოადგილეს, ალიკა გუჩუას, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, სვეტლანა კირაკოსიანს, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელს, ნინო ჭალაგანიძეს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების/გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელს, ვახტანგ მაისაიას.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსი და მარანი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება