ძვირფასო პირველკურსელებო, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გილოცავთ სტუდენტობას!
თქვენი ცოდნით, მონდომებითა და დაუღალავი შრომით დასახულ მიზანს მიაღწიეთ და გახდით ჩვენი სტუდენტები!
გისურვებთ წინსვლასა და წარმატებას თქვენ მიერ არჩეულ ცხოვრების გზაზე, მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის!
თქვენ ჩვენი დიდი ოჯახის - CIU-ს ახალი წევრები ხართ!
იწყება რეგისტრაცია 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირებისათვის.
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 5 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე უნივერსიტეტში ადგილზე გამოცხადებით, 5 სექტემბრის 10:00 დან 18:00 საათამდე, 15 სექტემბრის ჩათვლით.
მისამართი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, აუდიტორია 101, ჩარგლის ქუჩა N73.
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:
♦ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
♦ საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
♦ 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
♦ სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
♦ სემესტრული საფასურის გადახდის ქვითარი ბანკიდან;
♦ დაფინანსების მოლოდინის შემთხვევაში (სოციალური, სამხედრო, მედალოსანი და სხვა) – შესაბამისი ცნობა.
შენიშვნა: არასრულწლოვანი (18 წლამდე) პირველკურსელი, ვალდებულია რეგისტრაციის დროს გამოცხადდეს მშობელთან ერთად და თან იქონიოს დაბადების მოწმობა.
სწავლის დაწყების თარიღია 11 სექტემბერი.
სემესტრული საფასურის გადახდა შესაძლებელია თიბისი და ბაზის ბანკში ე.წ. კომუნალური გადახდის წესით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და სტუდენტის პირადი ნომრის მითითებით. ასევე, შესაძლებელია TBC PAY-სა და საქართველოს ბანკის (Express Bank) გადახდის აპარატებით სარგებლობა (გადახდა შესაძლებელი იქნება 5 სექტემბრიდან).
სემესტრული გადასახადი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით შეადგენს:
♦ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა) - 1245 ლარი;
♦ სამართლის ფაკულტეტი (სამართალი) - 1245 ლარი;
♦ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი (ფინანსები, მენეჯმენტი, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები) - 1245 ლარი;
♦ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი (ბიზნესის ადმინისტრირება - ინგლისურენოვანი) - 2245 ლარი;
♦ მედიცინის ფაკულტეტი (მედიცინა) - 1745 ლარი;
♦ მედიცინის ფაკულტეტი (მედიცინა - ინგლისურენოვანი) - 2475 ლარი;
♦ მედიცინის ფაკულტეტი (სტომატოლოგია) - 1475 ლარი;
♦ მედიცინის ფაკულტეტი (ფარმაცია ) - 1245 ლარი;
♦ მევენახეობა- მეღვინეობის ფაკულტეტი (ქართული მევენახეობა- მეღვინეობა) -1245 ლარი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება