11 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, მოსწავლეებისთვის, პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგს უძღვებოდნენ CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები - თეონა კოშაძე და გიორგი მარიამიძე. მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა გადაუდებელ სიტუაციებში ეფექტიანი რეაგირების შესახებ.
მოსწავლეებმა შეისწავლეს შემდეგი უნარ-ჩვევები: დაზარალებულის მდგომარეობის სწრაფი შეფასება, სიცოცხლისთვის საშიში ნიშნების ამოცნობა, გადაუდებელი დახმარება გულის შეტევის, სისხლდენის, მოტეხილობებისა და სხვა ტრავმების დროს, ასევე ხელოვნური სუნთქვისა და გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) ტექნიკები.
პროექტი განხორციელდა CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორის, მარინე უგულავას ხელმძღვანელობით.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სისტემატურად ახორციელებს სასკოლო-პროფესიულ პროექტებს, რომელთა მიზანია მოსწავლეებისთვის სხვადასხვა პროფესიული მიმართულების გაცნობა და ცნობიერების ამაღლება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება