10 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიება CIU-ს რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა, ასევე კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე- პრეზიდენტმა ზაზა მარუაშვილმა, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, მარინა გედევანიშვილმა, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა და კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, სესილი გოგიბერიძემ.
კონფერენციის გახსნას მოდერაციას CIU-ს დოქტორანტურის სამსახურის უფროსი და კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო მინდიაშვილი უწევდა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც 200 მდე მომხსენებელი მონაწილეობდა, 7 სექციისა და 15 ქვესექციისგან შედგებოდა: საერთაშორისო ურთიერთობები; ჟურნალისტიკა; ბიზნესი და ტექნოლიგიები; სამართალი; მევენახეობა-მეღვინეობა; მედიცინა; მომავალ სტუდენტთა სექცია (მოსწავლეები).
კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება