18 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ონლაინ საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - „კომუნიკაციის როლი იურისტის პროფესიაში“. შეხვედრას უძღვებოდა ლუკა ბიბინეიშვილი - იურისტი, საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, კომპანია Protego Maxima Legal- ის მმართველი პარტნიორი, ეროვნული სასახლის სამართალმცოდნეობის სექციის ხელმძღვანელი.
ლექციის ფარგლებში, ლუკა ბიბინეიშვილმა ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
კომუნიკაციის ვერბალური მეთოდები და არავერბალური ტექნიკა;
ნდობა კლიენტსა და ადვოკატს შორის;
პირობისა და დაპირების ურთიერთმიმართება იურიდიული კონსულტაციის დროს;
იურისტის ორატორული ნიჭი და რიტორიკის უნარები სასამართლო პროცესზე.
შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა, სადაც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მიემართათ სპიკერისათვის მათთვის საინტერესო შეკითხვებით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება