4 აპრილს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) დაარსებიდან 75 წელთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და CIU-ს ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, „ნატოს კვირეულის“ ფარგლებში რიგით მეორე ღონისძიება გაიმართა.
კვირეულის მეორე შეხვედარა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორს, თადარიგის ბრიგადის გენერალს გელა გიორგაძის საჯარო ლექციას დაეთმო, თემაზე: „ნატოს როლი სამშვიდობო პროცესებში და თანამედროვე სამხედრო გამოწვევები“.
შეხვედრაზე სპიკერმა მიმოიხილა ნატოს დაარსების პოლიტიკა, ორგანიზაციის გაფართოების პოლიტიკა და არსებული საფრთხები, ,,პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამა, ნატოს განვითარების დინამიკა, თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევები და ნატოს როლი სამშვიდობო პროცესებში, ცვალებადი ევროპული თავდაცვა და SWOT ანალიზის გამოყენებით წარმოადგინა ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკა და მიმდინარე გამოწვევები, ძირითადი მოხსენების შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდა.
ლექციის ფარგლებში, აუდიტორიას მიმართა და ღონისძიებას მოდერაცია გაუწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ალიკა გუჩუამ.
ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ 154-ე სკოლის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ლუიზა მირუაშვილი.
ცნობისთვის, კვირეულის ფარგლებში, საჯარო ლექციები და სტუდენტური მრგვალი მაგიდა, უნივერსიტეტში სამი დღის განმავლობაში გრძელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება