24 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით, მხატვრული კითხვის საღამო გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტს ეწვივნენ ცნობილი მსახიობები და მხატვრული კითხვის ოსტატები - ზვიად დოლიძე და ბექნუ ქაფიანიძე.
მოწვეულმა სტუმრებმა სტუდენტებსა და დამსწრე აუდიტორიას ქართული პოეზიის გამორჩეული და ყველასთვის ცნობილი ლექსები წაუკითხეს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა პოეტი ედუარდ უგულავა, რომელმაც თავისი შემოქმედებიდან აუდიტორიას რამდენიმე ლექსი გააცნო.
საღამოს დასასრულს კი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებსაც მიეცათ საავტორო, მათთვის საყვარელი ლექსების წაკითხვის შესაძლებლობა.
წიგნის ჩუქების კვირეულთან დაკავშირებით, ღონისძიებაზე ვიქტორინის გამარჯვებული სტუდენტები ბიბლიოთეკისგან წიგნებით დაჯილდოვდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება