კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ინსტიტუციურ დონეზე იზიარებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDG) და ხელს უწყობს მის განხორციელებას სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტების აქტიური ჩართულობით. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტი, პარტნიორ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს პროექტებს მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერის მიმართულებით.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი იწყებს მწვანე ეკონომიკის ელჩების პროგრამას, რომლის მიზანია, ცნობირების ამაღლება ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებასთან და გარემოზე უარყოფით ზემოქმედების შემცირებასა და ახალგაზრდებში მწვანე უნარ-ჩვევების პოპულარიზებასთან დაკავშირებით.
პროგრამის ფარგლებში, გაიმართება მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების კვირეული, სადაც დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
21 ნოემბერი 13:00 სთ. Jean Marc Stavroulakis, Founder and director of “Eliots”. Public lecture on the topic: "Harvesting Change: Food Waste Reduction and Transformative Initiatives in Georgia" (უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი, აუდ. #405)
21 ნოემბერი 14:00 სთ. CENN-ს პროექტის მენეჯერის, ვახო ქოჩორაძის სემინარი თემაზე: "მწვანე ეკონომიკა - მდგრადი განვითარება" (აუდ. #405)
22 ნოემბერი 14:00 სთ. - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპასთან ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნინო ლაცაბიძის სემინარი თემაზე: "ევროპული მწვანე შეთანხმება" (აუდ. #405)
22 ნოემბერი 15:00 სთ. - კარლ პოპერის ფორმატის დებატები მწვანე ეკონომიკის საკითხებზე (აუდ. #401)
22 ნოემბერს 16:00 სთ. - სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ტაბატაძის სემინარი თემაზე: „კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება“ (აუდ. #405)
24 ნოემბერი 15:00 სთ. - ნათელა ლაგურაშვილის სემინარი თემაზე: „მწვანე მეწარმეობა“ (აუდ. #405)
ასევე, კვირეულის ფარგლებში ჩატარდება დასუფთავების აქცია.
დებატები ხორციელდება: Magnum Opus“ დებატების კლუბის ორგანიზებით.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი მონაწილეობას მიიღებს 2-ზე მეტ სემინარში, მას გადაეცემა დასწრების სერტიფიკატი.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/Rayic5bP8sbJQXQX9
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: nana_chrelashvili@ciu.edu.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება