24 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული „მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების კვირეული“ დასრულდა.
ბოლო ღონისძიება მოწვეულ სპიკერს, ნათელა ლაგურაშვილს დაეთმო სემინარით თემაზე: „მწვანე მეწარმეობა და ვორქშოპი სტუდენტებისთვის“.
„მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების კვირეული“ სხვადასხვა სახის საჯარო ლექციებს, სემინარებსა და დებატებს მოიცავდა, რომელიც მიზნად ისახავდა ცნობირების ამაღლებას ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასთან დაკავშირებით, ასევე, ახალგაზრდებში მწვანე უნარ-ჩვევების პოპულარიზებას.
კვირეული ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტთა, აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება