20 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის „ტურიზმის ლაბორატორიის“ ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „მოგზაურობა, როგორც შემეცნება“.
ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარე, გიორგი ფარეშიშვილი უძღვებოდა.
ლექციის დაწყებამდე აუდიტორიას მიესალმა CIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამისა და „ტურიზმის ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი, ლალი მიქელაძე, რომელმაც ტურიზმის სფეროს ბოლოდროინდელი ტენდენციები მიმოიხილა და ლექციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
გიორგი ფარეშიშვილმა, რომელიც მსოფლიოს გარშემო 76 ქვეყანაშია ნამყოფი, აუდიტორიას საკუთარი მოგზაურობის საინტერესო თავგადასავლები გაუზიარა და სამყაროს შემეცნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „მსოფლიოს გარშემო მოგზაურობით უკეთ დავინახე, რომ ძალიან ბევრი მიზეზი გვაქვს, ვიამაყოთ ჩვენი სამშობლოთი. სწორედ მოგზაურობა გვეხმარება დავინახოთ ის ფრაგმენტები, რაც გამოგვარჩევს დანარჩენი სამყაროსგან“, - აღნიშნა მან.
ღონისძიების მეორე ნაწილში სპიკერმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა და მათ მოგზაურობისთვის საჭირო რჩევებიც გაუზიარა.
ლექციის დასასრულს, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, ქეთევან ნანობაშვილმა, მადლობა გადაუხადა სპიკერს საინტერესო ლექციისთვის და მასთან სამომავლო თანამშრომლობის მზაობაც გამოხატა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება