ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე ზრუნვის მიზნით, ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის გაიმართა პრაქტიკული სემინარი „მობილური აპლიკაციები თანამედროვე ციფრულ სამყაროში“.
აღნიშნული სემინარი მიზნად ისახავდა, რეალური პრობლემის გადაჭრის გზით, სტუდენტებში იმ უნარების განვითარებას, რომელიც მათ სასწავლო სფეროში გამოიყენება: კოდირება, მონაცემთა ანალიზი, კიბერუსაფრთხოება, პრობლემის გადაჭრის უნარი, თუ სხვ. გარდა ამისა, პრაქტიკული სემინარი ხელს შეუწყობს თანამშრომლობას სტუდენტებს შორის და გააუმჯობესებს მათ გამოცდილებას მრავალფეროვანი კომპონენტებით.
შეხვედრის პირველი ეტაპი 18 დეკემბერს გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები გადანაწილდნენ 5 ჯგუფად: Cyber Army, Object, MobileWizards, InventX, AppWizards, Technopolis და სემინარის დასასრულს, მიეცათ პრაქტიკული ამოცანა და პრობლემა გადასაჭრელად.
21 დეკემბერს ჩატარდა ვორქშოპის დასკვნითი ნაწილი, სადაც ჯგუფები ჟიურის წინაშე შესრულებული დავალებებით წარდგნენ.
პირველი სამი ადგილი ასე გადანაწილდა:
AppWizards
Cyber Army
Technopolis
ჟიურის წევრები:
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება