კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მინდია უგრეხელიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის სპეციალურ მრჩევლად დაინიშნა.
მინდია უგრეხელიძე სხვადასხვა დროს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში პირველი ქართველი მოსამართლე, „იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა“ და „სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის“ წევრი და 2009 წლიდან ევროსაბჭოს სისტემაში მოქმედი თბილისის პოლიტიკური სკოლის ექსპერტი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და რექტორატი ულოცავს ბატონ მინდიას აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნას და უსურვებს ნაყოფიერ საქმიანობას!
ფოტო - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება