18 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს, თათია მაწონაძესა და თამარ ინასარიძეს „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სტიპენდია გადაეცათ.
შეხვედრას ესწრებოდნენ CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი - პროფესორი გიორგი ხატიძე; სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე - თამთა წირქვაძე; CIU-ს ასოცირებული პროფესორი, საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ ხელმძღვანელი, ადვოკატი როინ მიგრიაული და უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსი - მარიამ ჯაჭვაძე.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საადვოკატო ბიუროს - „მიგრიაული და პარტნიორები“ - ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში და უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით 2023 წლის შემოდგომის სემესტრში გამოცხადებული იყო რიონ მიგრიაულის სახელობითი სტიპენდია.
„მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობით სტიპენდიაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა შერჩევა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით განხორციელდა: კანდიდატთა აკადემიური მოსწრება; კანდიდატის სამოტივაციო წერილი; კანდიდატის სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა სამართლის მიმართულებით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება