კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის პროგრამაზე თერაპიულ სტომატოლოგიაში.
ადგილების რაოდენობა - 3.
საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 4 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით (სართული I, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, საკონტაქტო პირები - ლელა გრიგოლია, ტელ: 599178709; უჩა მეტრეველი, ტელ: 571197776).
კონკურსანტებთან გასაუბრება განხორციელდება 18 ნოემბერს, 14:00 საათზე.
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:
გ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგი (მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა);
დ) დიპლომის ასლი;
ე) კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
რეზიდენტურის პროგრამაზე ჩარიცხვა განხორციელდება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდაში მიღებული ქულის შესაბამისად. თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება გასაუბრების შედეგებს, სადაც კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) ინგლისური ენის ცოდნა - 2 ქულა;
ბ) კონფერენციებში მონაწილეობა - 2 ქულა;
გ) საექიმო გამოცდილება - 2 ქულა;
დ) მოტივაცია და ზოგადი უნარები - 2 ქულა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება