მევენახეობა-მეღვინეობის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ცხადდება მიღება პრიორიტეტული კვლევითი თემების მიხედვით
• რაჭა–ლეჩხუმის რეგიონის აგროეკოლოგიური პარამეტრების შესწავლა სხვადასხვა ტიპის ღვინის წარმოების მიზნით;
• დადუღებული მშრალი ჭაჭის თბური მაცერაციის გავლენა ყურძნისეული წარმოშობის მაღალალკოჰოლურ სასმელებზე;
• საღვინე მიმართულების ვაზის სელექციური ჯიშების აგრონომიული და ენოლოგიური შეფასება;
• ქართლის მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიშების შესწავლა და გამოყენების პოტენციალის შეფასება;
• ველურად მოზარდი ვაზის ფორმების გამრავლების პოტენციალის გამოკვლევა ვაზის ჯიშებთან შედარებით;
• მესხური ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული და ენოლოგიური მახასიათებლების კომპლექსური კვლევა კლიმატის ცვლილებისა და ტერასული დიზაინის გათვალისწინებით.
მიღების წინაპირობები:
• საფუძვლიანი ცოდნის დემონსტრირება მევენახეობასა და მეღვინეობაში;
• ზოგადი წარმოდგენის არსებობა ამ სფეროში მიმდინარე პროცესებზე და პრობლემებზე;
• ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
• შესაბამის სფეროში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი (მინიმუმ 1) ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში (სიმპოზიუმი, კონფერენცია) მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
• გასაუბრების წარმატებით გავლა დარგობრივ კომისიასთან.
• სპეციალობაში გასაუბრების (გამოცდის) დროს უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც ბაკალავრიატი / მაგისტრატურა დამთავრებული აქვს მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობით, ან აქვს ამ დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება.
მისაღები ადგილების რაოდენობა: 3 ადგილი;
პროგრამაზე სწავლის ღირებულება: 3000 ლარი წელიწადში.
საბუთების მიღება წარმოებს 2024-2025 სასწავლო წელს ჩარიცხვის მსურველთათვის 2 სექტემბრიდან -13 სექტემბრის ჩათვლით (დოქტორანტურის სამსახური, ოთახი N79ა, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე).
ჩარიცხვის ეტაპები:
სადოქტორო პროგრამაზე მისაღები გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება - 16 სექტემბერს;
კომისიასთან გასაუბრება სპეციალობაში - 20 სექტემბერს.
კონკურსანტთა ცოდნის შეფასების კრიტერიუმები:
• მეღვინეობა-მევენახეობის დარგის საფუძვლიანი ცოდნა;
• სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მოტივაცია;
• სამეცნიერო/პრაქტიკული გამოცდილება წარმოდგენილი PPT პრეზენტაციის სახით რომელშიც გარკვეული ადგილი შეიძლება დაეთმოს სამაგისტრო დიპლომის მომზადების დროს შესრულებულ კვლევებსაც;
• წარმოდგენილი საკვლევი თემის აქტუალობა და პრობლემატიკა;
• წარმოდგენილი საკვლევი თემის სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულება; მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც დოქტორანტი განახორციელებს კვლევას და ანალიზს;
• დასაბუთებული წინასწარი შეხედულებები/მოლოდინი საკვლევ თემასთან დაკავშირებით;
• ინოვაციური აზროვნება;
• პრეზენტაციის უნარი;
• სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
• სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
• სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობა.
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კონკურსანტი ვალდებულია განცხადება წარმოადგინოს უნივერსიტეტის რექტორის სახელზე, რომელსაც უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:
• კონკურსანტის ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ) - ე.წ. „CV“;
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლები (უნივერსიტეტს უფლება აქვს, კონკურსანტს ან უკვე ჩარიცხულ დოქტორანტს მოსთხოვოს კანონმდებლობის შესაბამისად დიპლომის აღიარების შესახებ დოკუმენტის წარმოდგენა. აღიარების დოკუმენტის გონივრულ ვადაში წარმოუდგენლობა არის ჩარიცხვაზე უარის ან ჩარიცხული დოქტორანტის ჩარიცხვის ბათილობის საფუძველი);
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის /პასპორტის ასლი;
• ფოტოსურათი ამობეჭდილი 3X4 (სმ); დოქტორანტობის კანდიდატი სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში სასწავლო ხელშეკრულების გაფორმებისას ვალდებულია წარმოადგინოს ელექტრონული სახით ფოტო 3X4 (სმ); (CD დისკით);
• მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისთვის);
• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (Toefl, IELTS, FCE, CAE). სერტიფიკატის წარდგენისგან თავისუფლდება კონკურსანტი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს ინგლისურ ენაზე. კონკურსანტი, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ვალდებულია, ინგლისურში გამოცდა ჩააბაროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრში B2 დონის შესაბამისი საგამოცდო პროგრამით და მიიღოს ამ დონის დაძლევის დამდასტურებელი მოწმობა;
• ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში ( ახსნა- განმარტება იწერება დოქტორანტურის სამსახურში);
• სამოტივაციო წერილი დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების სურვილით; კვლევის დაკონკრეტებულ სფეროს ინტერესთან და მიმართულებასთან შესაბამისობაში; საკვლევ თემასთან დაკავშირებით;
• ორი სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი დარგის აკადემიური წრეებიდან: (პროგრამის პროფილით კონკურსანტის სამუშაო გამოცდილების არსებობის შემთხვევაში ერთი სარეკომენდაციო წერილი უნდა იყოს შესაბამისი დარგის აკადემიური წრეებიდან, მეორე - დამსაქმებელი კომპანიიდან ან ორგანიზაციიდან);
• სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები და მასალები (სერტიფიკატები, სიგელები, პატენტები და ა.შ.);
• სამეცნიერო პუბლიკაციების, სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში (სიმპოზიუმები და კონფერენციები) მონაწილეობის დამადასტურებელი მასალების ასლები;
საკვლევი თემის პროექტი, რომელიც მოიცავს:
• კანდიდატის ხედვას შერჩეული თემის აქტუალობისა და სიახლის შესახებ;
• თემის სამეცნიერო და პრაქტიკულ ღირებულებებს;
• მეთოდებს, რომელთა მეშვეობითაც განახორციელებს კვლევას და ანალიზს;
• დასაბუთებულ წინასწარ შეხედულებას / მოლოდინს შედეგების შესახებ.
კონკურსანტი, რომლის მშობლიური ენა არ არის ქართული, „მევენახეობა და მეღვინეობის“ ქართულენოვან სადოქტორო პროგრამაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში, ვალდებულია წარმოადგინოს ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
საკონკურსო გასაუბრებაზე დაშვების წინაპირობები:
• კონკურსანტი, რომელიც რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში სრულად წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტაციას და აკმაყოფილებს სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს, ასევე წარმატებით გადალახავს ინგლისური ენის გამოცდას (ან ექნება საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი), დაიშვება გასაუბრებაზე;
• კონკურსანტი გასაუბრებაზე გადის დოქტორანტურის სამსახურის უფროსის წარდგინებით და უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილ მიმღებ კომისიაზე;
• კონკურსანტის საანკეტო მონაცემებს, სამოტივაციო წერილს, სარეკომენდაციო წერილებს და საკვლევი თემის პროექტს კომისიას წარუდგენს დოქტორანტურის კოორდინატორი ან სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
• სამოტივაციო წერილში დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა;
• კონკურსანტი დოქტორანტურაში ჩარიცხულად ჩაითვლება თუ ღია კენჭისყრისას მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა.
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტი ჩაირიცხება სადოქტორო პროგრამაზე.
ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება არაუგვიანეს 25 სექტემბერს.
სადოქტორო პროგრამების სტუდენტთათვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი დაიწყება 30 სექტემბერს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სადოქტორო პროგრამების კოორდინატორს, რეზი ბერულავას - 574192872
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება