საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებში ცხადდება მიღება კურსზე - “ მევენახეობა-მეღვინეობა ”.
მევენახეობა-მეღვინეობის კურსი განკუთვნილია დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის და თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის. პროგრამის მიზანია, მევენახე-მეღვინესათვის საჭირო ცოდნისა და უნარების მიწოდება თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით.
I მოდული - მევენახეობა
ტრენერი - შენგელი კიკილაშვილი, აგრარული მეცნიერებათა დოქტორი აგრონომიაში, ღვინის კომპანია „შუმის“ ამპელოგრაფი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ ექსპერტი მევენახეობის მიმართულებით, ღვინის კომპანია „ეთნო ოკამის“ ხარისხისა და ლაბორატორიის მენეჯერი, ტრენერი.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 შეხვედრა - 16 საათი.
მოდულის ღირებულება: 430 ლარი.
I შეხვედრა - მევენახეობის რეგიონები და რეკომენდირებული ვაზის ჯიშები
- მევენახეობის ზონები, ქვეზონები და მიკროზონები
- გავრცელებული და პერსპექტიული ვაზის ჯიშები
შეხვედრის თარიღი/დრო: 26 აპრილი, 19:00-21:00 სთ. (2 საათი)
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)
II შეხვედრა - ვენახის გაშენება (პრაქტიკა)
- ნაკვეთის შერჩევა
- მომზადება
- დაგეგმვა, ნიადაგის დამუშავება
- ვაზის დარგვა
შეხვედრის თარიღი/დრო: 28 აპრილი, 12:00-16:00 სთ. (4 საათი)
შეხვედრის ადგილი: მეღვინეობა „ეთნო ოკამი“ (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია)
III შეხვედრა - ვენახის ფორმირება (პრაქტიკა)
- ვაზის ჩამოყალიბება
- ვაზის გასხვლა
- შპალერის მოწყობა
- რწყვის მეთოდები
- მწვანე ოპერაციები
შეხვედრის თარიღი/დრო: 6 მაისი, 12:00-16:00 სთ. (4 საათი)
შეხვედრის ადგილი: მეღვინეობა ეთნო ოკამი (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია)
IV შეხვედრა - ვაზის მავნებელ-დაავადებები
- ძირითადი მავნებლები - დაავადებები, მათი ამოცნობა, პრევენცია
- ვენახის დაცვის გზები
- ვაზის წამლობის სქემა
შეხვედრის თარიღი/დრო: 10 მაისი, 19:00-21:00 სთ. (2 საათი)
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)
V შეხვედრა - ბიო (ორგანული) მევენახეობა
- ძირითადი პრინციპები და მოთხოვნები
- ორგანული სასუქები
- ბიომევენახეობაზე გადასვლის პროცესი
- ბიოდინამიკური და ნატურალური მევენახეობა
შეხვედრის თარიღი/დრო: 13 მაისი, 19:00-21:00 სთ. (2 საათი)
შეხვედრის ადგილი : კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი, (ურეკის ქ. №2)
VI შეხვედრა - კანონმდებლობა
- სერტიფიცირებული ნერგი
- ვენახის სახეები
- კადასტრი
- რთველი
შეხვედრის თარიღი/დრო: 17 მაისი, 19:00- 21:00 სთ. (2 საათი)
შეხვედრის ადგილი : კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი, (ურეკის ქ. №2)
II მოდული - მეღვინეობა
ტრენერი: საბა ქიტიაშვილი, შპს „ეთნო ოკამი“ - მთავარი მეღვინე; ღვინის ეროვნული სააგენტო - სადეგუსტაციო კომისიის წევრი; ღვინის კომპანია „შუმი“ - სომელიე; შპს „სფრინგ ფილდს“ - დამფუძნებელი / მთავარი მეღვინე.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 7 შეხვედრა - 17 საათი.
მოდულის ღირებულება: 450 ლარი.
I შეხვედრა - ღვინის კლასიფიკაცია
- სუფრის წყნარი და სპეციალური ღვინოები
- ადგილწარმოშობის ღვინოები
- ღვინის კანონი
შეხვედრის თარიღი/დრო: 19 მაისი, 19:00- 21:00 სთ. (2 საათი)
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)
II შეხვედრა - კლასიკური ღვინოების ტექნოლოგია
შეხვედრის თარიღი/დრო: 24 მაისი, 19:00-21:00 სთ. (2 საათი)
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)
III შეხვედრა - ღვინის დეგუსტაციის ხელოვნება (პრაქტიკა)
- დეგუსტაციისთვის საჭირო გარემო-პირობები და მისი ფორმები
- ღვინის შეფასების კრიტერიუმები
- ტერმინოლოგია
- სენსორიკის გაუმჯობესების პრაქტიკული სავარჯიშოები
შეხვედრის თარიღი/დრო: 31 მაისი, 19:00- 22:00 სთ. (3 საათი)
შეხვედრის ადგილი: სადეგუსტაციო ოთახი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)
IV შეხვედრა - ღვინის არომატები და ზადები
- არომატების წარმომქმნელი ნივთიერებები და მათი გარდაქმნა
- დაავადების პრევენცია და გამოსწორების ხერხები
შეხვედრის თარიღი/დრო: 2 ივნისი, 19:00-22:00 სთ. (3 საათი)
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)
V შეხვედრა - ღვინისა და კერძის შეხამება (პრაქტიკა)
- პოზიტიური და რისკიანი შეხამებები
- ადგილობრივი კერძები და ღვინო
- ღვინისა და წყლის შეხამება
შეხვედრის თარიღი/დრო: 7 ივნისი, 19:00-22:00 სთ. (3 საათი)
შეხვედრის ადგილი: 8000 მოსავალი - ღვინის მაღაზიათა ქსელი და სადეგუსტაციო სივრცე (ღვინის დეგუსტაცია და წასახემსებელი)
VI შეხვედრა - სერვირება და ღვინის მარკეტინგი (პრაქტიკა)
- ღვინის შერჩევა
- ღვინი შენახვის სწორი პირობები
- ფასის და ხარისხის შესაბამისობა
შეხვედრის თარიღი/დრო: 9 ივნისი, 19:00- 21:00 სთ. (2 საათი)
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)
VII შეხვედრა - მიკროვინიფიკაცია
- მცირე მარნისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა
- მარნის ჰიგიენა
- მცირე მარნის დაგეგმვა და მოწყობა
შეხვედრის თარიღი/დრო: 14 ივნისი, 19:00- 21:00 სთ. (2 საათი)
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)
ტრენინგის დეტალები:
თარიღები: 26, 28 აპრილი; 6, 10, 13, 17, 19, 24, 31 მაისი და 2, 7, 9, 14 ივნისი;
კვირაში ორი დღე.
კურსზე შესაძლებელია რომელიმე ერთი მოდულის ან ორივეს არჩევა;
ორივე მოდულის გავლის შემთხვევაში ღირებულებაა: 800 ლარი;
ტრენინგის ფორმატი: პირისპირ.
სერტიფიკატი: კურსდამთავრებულს გადაეცემა საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:https://forms.gle/n2bi1TNGxEz6H2yL9
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@geta.ge
ტრენინგ ცენტრი იტოვებს უფლებას, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, შეცვალოს ან გააუქმოს კურსის დაწყების თარიღი, რის შესახებაც დამატებით ეცნობებათ კურსზე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება