თუ აბიტურიენტი ხარ და მევენახეობა-მეღვინეობა შენი ინტერესის სფეროა, მაშინ შემოგვიერთდი პროექტში, რომელიც სპეციალურად აბიტურიენტებისთვის ხორციელდება და მიზნად ისახავს პროფესიის არჩევის პროცესში მხარდაჭერასა და სტუდენტობისთვის მომზადებას.
კურსის მიმდინარეობისას აბიტურიენტებს ჩაუტარდებათ ინტერაქციული ლექცია-სემინარები მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს წარმატებულ პრაქტიკოს წარმომადგენლებთან, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორიდან.
აბიტურიენტებისთვის CIU აკადემია არის შესაძლებლობა გაიცნონ მათი მომავალი პროფესია. ერთკვირიანი პროფესიული თავგადასავალი დაგეხმარებათ შეაფასოთ რამდენად სასურველია კონკრეტული სფერო, რა გამოწვევები და შედეგები ახლავს მას თან.
სპიკერები:
ლაშა ბოდაველი - შპს "ეთნო ოკამის" გენერალური მენეჯერი, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კოორდინატორი
თემა: „კარიერული შესაძლებლობები, საქართველო და მსოფლიო“
თარიღი: 15 აპრილი, 20:00 საათი
საბა ქიტიაშვილი - მევენახეობა-მეღვინეობის მაგისტრი, მეღვინე-კონსულტანტი, ღვინის ეროვნული სააგენტოს ცენტრალური სადეგუსტაციო კომისიის წევრი, შპს „ეთნო ოკამის“ მთავარი მეღვინე, შპს „სფრინგ ფილდსის“ დამფუძნებელი, შპს „ღვინის კომპანია შუმის“ შეფსომელიე, Gault & Millau საქართველო - წლის სომელიე 2023
თემა: „პროფესია მეღვინე“
თარიღი: 16 აპრილი, 20:00 საათი
ალექსანდრე შამუგია - CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი
თემა: „სტუდენტური ცხოვრება და პრაქტიკები“
თარიღი: 17 აპრილი, 20:00 საათი
შენგელი კიკილაშვილი - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს ასისტენტ-პროფესორი, სსიპ საქართველოს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ექსპერტი მევენახეობაში
თემა: „პროფესია მევენახე“
თარიღი: 18 აპრილი, 20:00 საათი
ლიკა მეგრელიშვილი - CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის მაგისტრი, ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მენეჯერი
თემა: „სასწავლო პროცესის დინამიკა“
თარიღი: 19 აპრილი, 20:00 საათი
პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა და რეგიონში მყოფ აბიტურიენტს.
ლექცია - სემინარები ჩატარდება Online, ZOOM-ის პლატფორმაზე.
გარდა თეორიული ნაწილისა, პროექტის „CIU- აკადემია აბიტურიენტებისთვის“ ფარგლებში, გაიმართება პრაქტიკული Workshop -ები, ხოლო პროექტის ბოლოს, ყველა მონაწილე მიიღებს კარიერული განვითარების პერსონალურ კონსულტაციას.
პროექტის შინაარსობრივი ნაწილი მომზადებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის მიერ, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მხარდაჭერით.
პროექტის განხორციელების ვადები: 15-20 აპრილი
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: t.ly/qjjhR
აბიტურიენტებისთვის, პროექტში მონაწილეობას სრულად აფინანსებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება