22 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნულ აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეთა მიერ სასკოლო განათლების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმას, გაერთიანებული ძალისხმევით დირექტორების, პედაგოგებისა და დამამთავრებელი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.
მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის დირექტორმა მარი გეთიაშვილმა მოაწერეს.
შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი მარინე უგულავა და საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბადრი თოდუა ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება