20 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციასა (EPAG) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია, მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების, კვლევებისა და ინიციატივების განხორციელება. მხარეთა თანამშრომლობა ასევე მოიცავს, სტუდენტთა მენტორინგისა და კარიერული განვითარების მიზნით ერთობლივ ინიციატივებს.
მემორანდუმის ხელმოწერისთნავე, სამართლის დოქტორის, ასოცირებული პროფესორის, იურიდიული კომპანია JG Counselors მმართველი პარტნიორისა და ადვოკატის სერგი ჯორბენაძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „დეზინფორმაციასთან ბრძოლის სამართლებრივი მიდგომები ციფრულ ეპოქაში“.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე, სამართლისა და სოციალურ და ჰუამნიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. ლექცია კითხვა-პასუხის ფორმატით მიმდინარეობდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება