8 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაზაზე ჩამოყალიბებული სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრებსა და სტუდენტებს შორის ოფიციალური გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდნენ საზოგადოების პრეზიდენტი მარიამ შულაია, ვიცე-პრეზიდენტი დეა შალამბერიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარტინ ბეკი და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა თავი წარუდგინეს ახლადშემოერთებულ წევრებს, დაისახა სამომავლო გეგმები, იდეები და სტრატეგიები.
მედიცინის სამეცნიერო საზოგადოება მიზნად ისახავს სტუდენტებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციასა და სხვადასხვა აქტივობის ორგანიზებას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზაზე, ასევე პროფესიული და სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე კურსდამთავრებულებისა და აკადემიური პერსონალის ჩართვას.
CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის ბაზაზე ჩამოყალიბებული სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრებსა და სტუდენტებს შორის ოფიციალური გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება