გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მედიცინის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, არადისტანციურ რეჟიმში პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური კომპონენტების გავლის შესაძლებლობა მიეცემათ ვაქცინაციის ცნობის ან საკუთარი ხარჯით კვირაში ერთხელ ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის, ან ბოლო 6 თვის მანძილზე გადატანილი კოვიდის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე.
გთხოვთ, მედიცინის პროგრამის ყველა სტუდენტმა დაიცვათ აღნიშნული რეგულაცია.
ერთად ვიზრუნოთ საუნივერსიტეტო სივრცეში ხარისხიანი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფისა და ერთმანეთის ჯანმრთელობისთვის!
იხ. ბმული - matsne.gov.ge "