საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციისა (GETA) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ერთობლივი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მეღვინეობის მოკლე კურსი.
მეღვინეობის კურსი განკუთვნილია დარგში მომუშავე სპეციალისტებისა და თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის. პროგრამის მიზანია, მეღვინესათვის საჭირო ცოდნისა და უნარების მიწოდება თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით.
კურსს უძღვება ტრენერი: საბა ქიტიაშვილი, შპს „ეთნო ოკამის“ მთავარი მეღვინე; ღვინის ეროვნული სააგენტო - სადეგუსტაციო კომისიის წევრი; ღვინის კომპანია „შუმის“ სომელიე; შპს „სფრინგ ფილდს“ დამფუძნებელი / მთავარი მეღვინე.
კურსის ფარგლებში შეხვედრები ტარდება, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადეგუსტაციო სივრცეში, მარან „კოლხსა“ და „8000 მოსავლის“ ღვინის ბარში.
კურსის შემდეგ ნაკადში დარეგისტრირებისთვის მოგვწერეთ ulll@ciu.edu.ge.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება