მეღვინეობის კურსი საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებში ცხადდება მიღება კურსზე - “ მეღვინეობა ”.
მეღვინეობის კურსი განკუთვნილია დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის და თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის. პროგრამის მიზანია, მეღვინესათვის საჭირო ცოდნისა და უნარების მიწოდება თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით.
ტრენერი: საბა ქიტიაშვილი, შპს „ეთნო ოკამი“ - მთავარი მეღვინე; ღვინის ეროვნული სააგენტო - სადეგუსტაციო კომისიის წევრი; ღვინის კომპანია „შუმი“ - სომელიე; შპს „სფრინგ ფილდს“ - დამფუძნებელი / მთავარი მეღვინე.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 შეხვედრა - 20 საათი.
მოდულის ღირებულება: 520 ლარი.
1 შეხვედრა - ღვინის კლასიფიკაცია
- სუფრის წყნარი და სპეციალური ღვინოები
- ადგილწარმოშობის ღვინოები
- ღვინის კანონი
შეხვედრის თარიღი/დრო: 1 ნოემბერი, 19:00- 22:00 სთ. (2 საათი)
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)
2 შეხვედრა - კლასიკური ღვინოების ტექნოლოგია
თეთრი, ვარდისფერი და წითელი ღვინოების დამზადების მეთოდები შეხვედრის თარიღი/დრო: 3 ნოემბერი, 19:00-21:00 სთ. (2 საათი)
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)
3 შეხვედრა - მიკროვინიფიკაცია
- მცირე მარნისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა და დამხმარე მასალები
- მარნის ჰიგიენა
- მცირე მარნის დაგეგმვა და მოწყობა
შეხვედრის თარიღი/დრო: 8 ნოემბერი, 19:00- 22:00 სთ. (3 საათი)
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)
4 შეხვედრა - ქვევრის ღვინო (თეორია და პრაქტიკა)
- ქვევრი და მისი მნიშვნელობა
- ქვერის ღვინის დაყენების თამდევი პროცესები
- ქვევრის დეზინფექციისთვის საჭირო ინვენტარი
შეხვედრის თარიღი/დრო: 10 ნოემბერი, 19:00- 22:00 სთ. (3 საათი)
შეხვედრის ადგილი: მარანი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)
5 შეხვედრა - ღვინის დეგუსტაციის ხელოვნება (პრაქტიკა)
- დეგუსტაციისთვის საჭირო გარემო-პირობები და მისი ფორმები - ღვინის შეფასების კრიტერიუმები - ტერმინოლოგია - სენსორიკის გაუმჯობესების პრაქტიკული სავარჯიშოები
შეხვედრის თარიღი/დრო: 15 ნოემბერი, 19:00- 22:00 სთ. (3 საათი)
შეხვედრის ადგილი: სადეგუსტაციო ოთახი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)
6 შეხვედრა - ღვინის არომატები და ზადები - არომატების წარმომქმნელი ნივთიერებები და მათი გარდაქმნა - დაავადების პრევენცია და გამოსწორების ხერხები
შეხვედრის თარიღი/დრო: 17 ნოემბერი, 19:00-22:00 სთ. (3 საათი)
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)
7 შეხვედრა - ღვინის მარკეტინგი - ბრენდინგი
- შესაძლებლობები, მიზნები და ბაზარი
- ღვინის დასახელება, ეტიკეტი და ბოთლის შეფუთვა
- ფასის და ხარისხის შესაბამისობა
შეხვედრის თარიღი/დრო: 22 ნოემბერი, 19:00-21:00 სთ. (2 საათი)
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)
8 შეხვედრა - ღვინის სერვირება (პრაქტიკა)
- ღვინის შერჩევა
- ღვინი შენახვის სწორი პირობები
- სერვირებისთვის საჭირო ინვენტარი
შეხვედრის თარიღი/დრო: 24 ნოემბერი, 19:00- 21:00 სთ. (2 საათი)
შეხვედრის ადგილი: შუმის ღვინის ბარი (მისამართი: შარდენის 9ა)
ტრენინგის დეტალები:
თარიღები: 1, 3, 8, 10, 15, 17, 22, 24 ნოემბერი.
ფორმატი: პირისპირ. რეგისტრაციის ბოლო ვადა: 26 ოქტომბრის ჩათვლით.
სერტიფიკატი: კურსდამთავრებულს გადაეცემა საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ulll@ciu.edu.ge
ტრენინგ ცენტრი იტოვებს უფლებას, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, შეცვალოს ან გააუქმოს კურსის დაწყების თარიღი, რის შესახებაც დამატებით ეცნობებათ კურსზე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება